2000-იანი წლების დასაწყისში, როგორც სტარტაპი, "პროგრესი" თავიდანვე ფოკუსირებული იყო მდგრად განვითარებასა და ინოვაციაზე. სკოლამ გაანალიზა ბაზრის მოთხოვნა მაღალი ხარისხის როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო განათლების მიწოდებაზე, რომელიც დაფუძნებულია თანამედროვე სასწავლო მეთოდებზე, ტექნოლოგიურ პროცესებზე და პროფესიონალ მასწავლებლებზე.
სკოლა ლიცენზირებულია როგორც საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ასევე აკრედიტირებულია ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს მიერ, რაც მოიცავს საერთაშორისო სასწავლო (ამერიკული პროგრამა) და გამოცდებისთვის მოსამზადებელ პროგრამებს (AP, PSAT, SAT, ACT). “პროგრესის” სკოლების ამერიკული სასწავლო პროგრამა სრულად K-12 საფეხურზე (სკოლამდელი განათლებიდან საშუალო განათლების ჩათვლით) აკრედიტებულია მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო მაკრედიტირებელი COGNIA-ს ინსტიტუციით. რაც აძლევს უფლებამოსილებას უზრუნველყოს K-12 საფეხურის ქართულ-ამერიკული ინტეგრირებული განათლება და გასცეს საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე აღიარების მქონე ორმაგი დიპლომი.
22 წლის განმავლობაში "პროგრესი" მუდმივად ვითარდებოდა, აყალიბებდა თავის უნიკალურ ნიშას და მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ქართულ, ამერიკულ და საერთაშორისო განათლების სფეროში. სკოლამ ჩამოაყალიბა საგანმანათლებლო მიდგომა, რომელიც არა მხოლოდ მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებს უწყობს ხელს, არამედ მათ პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო მიღწევებს უზრუნველყოფს.
"პროგრესის" კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ განათლებას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში და წარმოადგენენ მომავალი თაობის ლიდერებს. მათი შედეგები ადასტურებს სკოლის მიერ შეთავაზებული განათლების მაღალ ხარისხსა და უნიკალურობას. სკოლას 3000-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებით და საგრანტო პროგრამებით ირიცხება როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო უნივერსიტეტებში, მათ შორის
"პროგრესმა" საგანმანათლებლო ბაზარზე ხარისხიანი განათლების მოთხოვნის ზრდასთან ერთად პარალელურად განახორციელა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რათა უზრუნველეყო სასწავლო კონცეფციის თანამედროვე სტანდარტებთან გარემოს შესაბამისობა და გააფართოვდა როგორც რეგიონში ისე ინფრასტრუქტურულად
"პროგრესი" 23 წელია ლიდერია განათლების სფეროში. ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ საგანმანათლებლო ევოლუციის ახალი სტანდარტი, რომელიც აერთიანებს ინოვაციას, საერთაშორისო აღიარებასა და მოსწავლისთვის მორგებულ პერსონალიზებულ მიდგომას. ჩვენთან პარტნიორობა ნიშნავს გრძელვადიან თანამშრომლობას, რომელიც მომავალი თაობების განვითარებას ემსახურება.
"პროგრესი" განაგრძობს განათლების სფეროში ინოვაციებისა და განვითარების ახალი სტანდარტების დანერგვას. ჩვენი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და გრძელვადიანი ხედვა უზრუნველყოფს არამარტო ეროვნული, არამედ საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცის გაუმჯობესებას. ჩვენ მზად ვართ შევთავაზოთ მომავალ თაობებს საუკეთესო განათლება, რომელიც გაუხსნის მათ კარი წარმატებისა და ლიდერობისკენ.